LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის საელჩოსთან აქციაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა

ამერიკის საელჩოსთან აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა.

პირველადი დახმარება მოზარდს, აქციის მონაწილეებმა აღმოუჩინეს. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

შეგახსენებთ, დღეს „პატრიოტთა ალიანსი“ ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავს.