LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმორიცხეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146.4 მლნ აშშ დოლარი (428.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.8%-ით (10.7მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების 38.17% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, გზავნილების ზრდამ ევროკავშირის ქვეყნებიდან აგვისტოში 24.8% შეადგინა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 55.89 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ამასთან, აგვისტოში ფულადი გზავნილების 24.22% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე და წინა წელთან შედარებით რუსეთიდან გადმორიცხვები 14.55%-ით შემცირდა.

ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების პირველი 10-ეული ასეთია:

რუსეთის ფედერაცია – $35.46 მილიონი დოლარი;

იტალია – $20.57 მილიონი დოლარი;

აშშ – $15.12 მილიონი დოლარი;

საბერძნეთი – $14.73 მილიონი დოლარი;

ისრაელი – $14.02 მილიონი დოლარი;

თურქეთი – $7.92 მილიონი დოლარი;

ესპანეთი – $4.23 მილიონი დოლარი;

გერმანია – $4.22 მილიონი დოლარი;

უკრაინა – $3.83 მილიონი დოლარი;

პოლონეთი – $3.13 მილიონი დოლარი;