ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის 12 წევრის ვინაობა ცნობილია, თუმცა ისინი ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ლელოს” წევრთა შორის იქნებიან: იურისტი, „ევროპის ფონდის” წარმომადგენელი საბა ბუაძე, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, იურისტი კახა კოჟორიძე, ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე, ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი, პოლიტოლოგი ელენე მელიქიშვილი; ფილოლოგი მანანა პაიჭაძე, სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე, წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ლანა გალდავა.
დადებს თუ არა საპარლამენტი არჩევნებზე ხაზარაძე "ლელოს"?
ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი - როგორ აფასებენ ხაზარაძის "ლელოს"
ზემოთჩამოთვლილი პირები ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციასაც დაესწრნენ. რაც შეეხება მათ ოფიციალურ წარდგენას, მამუკა ხაზარაძე “ლელოს” ოფისში ხვალ 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. დეტალები და პირთა ზუსტი ვინაობა სწორედ ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის თითოეული სფეროდან 12 ლიდერს შეარჩევს.
