LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი ,,ძმანო” ერთთვიანი ტურით ჰოლანდიაში მიემგზავრება

ფოლკლორული ანსამბლ „მესხეთის“ ოთხი წევრი, იგივე ჯგუფი „ძმანო“, პირველი ოქტომბრიდან ოთხ ნოემბრამდე, ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში კონცერტებს გამართავს.

კვარტეტი, რომლის წევრებიც არიან დავით ტაბატაძე, არჩილ კაპანაძე, ზურა ინასარიძე და ვასილ ბეგიშვილი, ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქში, 16–მდე კონცერტს გამართავს. მათთან ერთად, ღონისძიებებზე მამა-შვილი სამყურაშვილებიც იმღერებენ.

„35 დღის განმავლობაში ვიქნებით ჰოლანდიაში. გავმართავთ კონცერტებსა და ვორქშოპებს. შევასრულებთ, როგორც ფოლკლორულ სიმღერებს, ასევე საგალობლებსა და ქალაქურებსაც“, – გვითხრა „ძმანოს“ წევრმა ზურა ინასარიძემ.

ჯგუფი ჰოლანდიაში ქართული ხალხური მუსიკით დაინტერესებულმა იოკე ვან დერ ვეიდმა მეორედ მიიწვია.

 

 

 

წყარო: sknews.ge