LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ გადაწყვიტა Porsche „დაემარცხებინა“ და დაიმტვრა (ვიდეო)

Tesla Model S-ის სატესტო მოდიფიკაცია ნიურბურგრინგის ტრასის დალაშქვრის დროს დაიმტვრა. „ტესლაში“ ირწმუნებიან, რომ მათ რეკორდი მოხსნეს და Porsche Taycan-ის მიერ დაფიქსირებული დრო 20 წამით გააუმჯობესეს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ამერიკელებს სჯერათ, რომ გარკვეული მოდიფიკაციის შემდეგ მომავალში რეკორდს კიდევ 15 წამით გააუმჯობესებენ. პაპარაცებმა კი სულ სხვა რეალობის დაფიქსირება შეძლეს, როგორც მათ დააფიქსირეს Model S-ის ერთ-ერთმა ვერსიამ რბოლას ვერ გაუძლო და დაიმტვრა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ „ტესლა“ გზაზე დგას და შემდეგ ის ევაკუატორს გადაყავს. კომპანიამ ნიურბურგრინგის ცდების დროებით შეწყვეტაც დაადასტურდა და უკან დაბრუნებას მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გეგმავს. დაუგეგმავი შესვენება სავარაუდოდ, სპორტქარის გაფუჭებასთანაა დაკავშირებული. შემდეგ კი მოდელი ტრეკს დაუბრუნდება და როგორც მწარმოებელი ირწმუნება, დისტანციას ის 7 წუთსა და 20 წამში გაივლის.

https://motor.ru/news/broken-tesla-22-09-2019.htm