ქართველმა მომღერალმა, ლადო ბურდულმა (KING ლადო) ახალი ალბომი სახელწოდებით „ნამდვილი სიყვარული“ (1992) გამოუშვა, მისი რემასტერინგი ზიბო სტუდიოს ეკუთვნის.
ალბომში შემდეგი კომპოზიციებია შესული:
? იმპერატორი
? სანამ ჩვენ ერთად ვართ
? მე მოგყვები შენ
? ფენიქსი
? ნამდვილი სიყვარული
? ჰეზერ
? მერცხლები ჩემს ფანჯრებში
? იარე წინ
? რთული ყოფილა
? ერთადერთი გზა
ცნობისთვის, ლადო ბურდულმა ჯერ კიდევ 1980- იან წლებში, ზაზა სახამბერიძესთან, ვოვა ვარდანიანთან და კახა გუგუშვილთან (ჯოზეფა) ერთად პანკ როკ-ჯგუფი „რეცეპტი“ დააარსა, რომელმაც 1992 წლამდე იარსება. 1990-იანი წლების დასაწყისში კი მას საქართველოს „მეორე არხის“ ეთერში გადაცემა „ოქროს ბიბილო” მიჰყავდა.
მუსიკოსი ამ წელს კიდევ ოთხი გამოუქვეყნებელი ალბომის გამოშვებას გეგმავს.
