ლოს-ანჯელესში “Emmy”-ის დაჯილდოების ცერემონიალი შედგა.
“CNN”-ის ცნობით, წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში გამარჯვებული „სამეფო კარის თამაშები“ გახდა. ამავე კატეგორიაში „სჯობს დაურეკოთ სოლს“ (Better Call Saul), „პირადი მცველი“ (Bodyguard), „ევას მკვლელობისას“ (Killing Eve), „ოზარკი“ (Ozark), „პოზა“ (Pose), „მემკვიდრეობა“ (Succession) და „ეს ჩვენ ვართ“ (This Is Us) და იყვნენ წარმოდგენილი.
,,ემი” 2019: მთავარ ნომინაციებში გამარჯვებულთა სრული სია (ფოტო)
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი-ბილი პორტერი („პოზა), დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი კი ჯოდი კომერი („ევას მკვლელობისას“) გახდა.
რაც შეეხება მეორეხარისხოვანი როლის, ქალის და მამაკაცის შემსრულებლების კატეგორიებს, ჯულია გარნერმა („ოზარკი“) და პიტერ დინკლეიჯმა („სამეფო კარის თამაშები“) გაიმარჯვეს.
წლის საუკეთესო მინი-სერიალი, როგორც მოსალოდნელი იყო „HBO“-ის მიერ გადაღებული „ჩერნობილი“ გახდა. მან მინი-სერიალის საუკეთესო სცენარის (კრეიგ მეიზინი) და რეჟისურის (იოჰან რენკი) კატეგორიებშიც გაიმარჯვა.


