LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

66% ფიქრობს, რომ ქალისთვის ქორწინებამდე სექსი “არასდროს არის გამართლებული”

ევროპის ფონდის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ ქალისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე არასდროსაა გამართლებული.

ევროპის ფონდმა გამოკითხვა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე ჩაატარა. პირისპირი ინტერვიუს სახით სულ 2 746 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% ფიქრობს, რომ მამაკაცისთვის სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე „ყოველთვის გამართლებულია. ქალისთვის კი მხოლოდ 7%-ს მიაჩნია ეს „ყოველთვის გამართლებულად“, 66%-ის აზრით, ეს „არასდროს არ არის გამართლებული“.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კითხვაზე მიღებული პასუხების დინამიკა 2013 წლიდან ფაქტობრივად უცვლელია.

კვლევა, რომელიც  “CRRC საქართველომ” ჩაატარა, 2019 წლის 1-ლიდან 20 მარტამდე პერიოდს მოიცავს და მისი  ცდომილება 2%-ია.