„ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მე ძალიან მენატრება საქართველო და ჩემი ვენახი და მიხარია, რომ ახალგაზრდები არ აცივებენ ჩემს კერას. დღეს 200-მდე ახალაგაზრდა ჩავიდა ყვარელში ჩემი ვენახის მოსაკრეფად. ახლა ჩემს ემოციებზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო საფრთხეშია და სწორედ ამაზე ვესაუბრე ახალგაზრდებს. დღეს მთავარ იმედს მათი აქტიურობა მაძლევს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კახეთში ვენახი რამდენიმე წლის წინ შეიძინა. იქვე აიშენა სახლი მარნით. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის ქონებას ყვარელში ყადაღა ადევს, თუმცა ვენახს მისი მეგობრები, მათ შორის პარტიის წევრები უვლიან და იქ მისულ სტუმრებს ღვინით უმასპინძლდებიან.
