“Deutsche Welle”-ს ინფორმაციით, ესპანელი საოპერო მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო “მეტროპოლიტენის” ოპერაში აღარ იმღერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტენორი ავრცელებს.
ლეგენდარული მომღერალი სექსუალურ შევიწროებაში პირველად აგვისტოში დაადანაშაულეს. 9 ქალბატონის განცხადებით, ის მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 11-მა ადამიანმა დაადანაშაულა, თუმცა 78 წლის მომღერალი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ცნობისთვის, მეტროპოლიტენის ოპერაში ის 51 წლის განმავლობაში ასრულებდა წამყვან პარტიებს.
