მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩაის ერთჯერადი პაკეტები მილიარდობით პლასტმასის მიკრონაწილაკების შეიცავს.
მეცნიერებმა ოთხი სხვადასხვა წარმოების ერთჯერადი ჩაის პაკეტები გამოიკვლიეს. ცარიელი ჩაის პაკეტები ადუღებულ წყალში 5 წუთის განმავლობაში მოათავსეს. აღმოჩნდა, რომ ერთი ჩაის პაკეტიდან დაახლოებით 11,6 მილიარდი მიკროპლასტმასის ნაწილაკი გამოიყო.
რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა სახის გავლენას მოახდენს მიკროპლასტმასი საარსებო გარემოზე.
