39 ოთახი, აუზი, სპა, ბიბლიოთეკა, სოლარიუმი და ტერასა არაჩვეულებრივი ხედით – მალიორკაზე, პორტო კრისტოს მახლობლად კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა, თუმცა მფლობელის გადაწყვეტილებით, ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო მხოლოდ ქალებს მოემსახურება.
,,ეს ადგილი არის საუკეთესო საშუალება, იმ სტრესთან გასამკლავებლად, რომელსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე თქმით, კომფორტული დასვენების ყველა სხვა კომპონენტთან ერთად, სასტუმრო Som Dona ქალბატონებს თავს გემოს მრავალფეროვნებითაც დაამახსოვრებს.
საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზი სასტუმროში გატარებულ დღეებს გასტრონომიული თვალსაზრისითაც დაუვიწყარს გახდის.
როგორც სასტუმროს ვებსაიტზეა აღნიშნული, სტუმრებს ასევე, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ექსკურსიებსა და კულტურულ ღონისძიებებში.


