მიმართულებადაკარგული მთვარის უარყოფითი ენერგია ყურადღებას მოადუნებს. იყავით მეტად ყურადღბით. დღეს ახალმთვარეობაა. მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, მოიმატებს აგრესია, მერყეობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. შეინარჩუნეთ ოპტიმიზი. საკვები რაციონიდან ამოიღეთ თხილი და ის პროდუქტები, რომლებიც ალერგიას იწვევენ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა არომათერაპიისთვის, რელაქსაციისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელის არე, ენდოკრინოლოგიური სისტემა, თირკმელები და კანის არე.
დღის ფერები და მინერალები – ფერები: ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ბეჟი, ნაცრისფერი და ყვითელი. მინერალები: ნეფრიტი, ჟადეიტი, ფირუზი, ლაზურიტი და თოფაზი.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურია დღეა ვერძის, ტყუპების და მერწყულისთვის, დაძაბულია ქალწულისა და მორიელისთვის.
