LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხვი ნალექის გამო იმერეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სამსახურში 290 შეტყობინება შევიდა

იმერეთის რეგიონში უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 290 შეტყობინება შევიდა.

„28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა სამ სამედიცინო დაწესებულებაში – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალი“, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია“, – აცხადებენ უწყებაში.