გერმანია წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლუდის ფეტსივალს – „ოქტობერფესტს“ მასპინძლობს და Volkswagen Passat-ის ძრავში გაჩენილი ცეცხლი რომ სწორედ ლუდით ჩააქრეს, გასაკვირი სულაც არ არის.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მამაკაცი ბავარიის ავტობანზე გადაადგილდებოდა როცა თავისი „პასატის“ ძრავიდან უცნაური ხმაური გაიგო. ბუნებრივია, მძღოლი გაჩერდა და როდესაც კაპოტს მიუახლოვდა ნახა რომ იქიდან ბოლი ამოდიოდა.
გერმანელი არ დაიბნა, მიირბინა საბარგულთან, რამდენიმე ბოთლი ლუდი ამოიღო და ცეცხლს დაასხა. მიუხედავად სასმელში არსებული სპირტისა, მამაკაცმა ხანძრის ლიკვიდაცია მაინც შეძლო. მძღოლმა მანქანაც გადაარჩინა და საკუთარი სიცოცხლეც იხსნა.
