„Rolling Stone”-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა Pink Floyd ცნობილი კომპოზიციის High Hopes-ის უცნობი ვერსია გამოაქვეყნა, მას თან მსოფლიო ტურნეების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ახლავს.
High Hopes-ის ახალ ვერსიაში ტექსტიც განსხვავებულია და არანჟირებაც.
შეგახსენებთ, აღნიშნული კომპოზიცია დევიდ გილმორს ეკუთვნის და ის 1994 წელს გამოშვებულ ალბომშია The Division Bell შესული.
ცნობისთვის, Pink Floyd-ის ნაკრები, სახელწოდებით The Later Years, 29 ნოემბერს გამოვა.
