საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა 5% -ია.
აგვისტოში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.
ამასთან, ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მონაცემების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
