LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, გუმბარიძე “ინტერმედიას” საქმეზეა დაბარებული. ზუკა გუბრარიძე ამ კომპანიის დამფუძნებელია.

გუმბარიძე გენერალურ პროკურატურაში მისვლას ადვოკატთან ერთად 2 ოქტომბერს, 14 საათზე აპირებს.

ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობა დღეს, პირველ ოქტომბერს დაიწყო.