როცა წყვილი შორდება ექსპერტები ურჩევენ მათ, რომ ურთიერთობა გააგრძელონ ისე, როგორც მშობლებმა. თუ თანაცხოვრება დასრულებულია და მათ უკვე აირჩიეს ცხოვრების სხვადასხვა გზა, აუცილებელია, რომ ისინი ისევ გაერთიანდნენ ერთი მთავარი მიზნით -აღზარდონ შვილები.
დენ პაიატი და კელი ჰოუფი უკვე 5 წელია რაც განქორწინდნენ. ამის მიუხედავად, კელიმ მსოფლიოს აჩვენა დიდებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ოჯახი, შვილები. როცა მან შეიტყო, რომ მის ყოფილს, დენს სჭირდებოდა თირკმლის გადანერგვა, იმისთვის, რომ ეცოცხლა, კელიმ გადაწყვიტა თავად გამხდარიყო დონორი. აღსანიშნავია, ისიც, რომ საავადმყოფო დონორს, 1 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.
გაის საავადმყოფოში, ლონდონში, ექიმები ყურებს არ უჯერებდნენ როცა გაიგეს, რომ დონორი გამოჩნდა და ის დენის ყოფილი მეუღლე იყო. აქამდე ექიმებს მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ.
კელი დენის და მათი შვილების მიმართ სამაგალითო საქციელის გამო მედიის ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ უკვე დიდი ხანია, მე არ ვიყავი მზად რომ ჩემი შვილები უმამოდ გამეზარდა.“ –
უთხრა მან გამოცემა მირორის რეპორტიორს და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი რისთვისაც დონორობა გასწია ეს მათი შვილების ბედნიერება იყო.
ყოფილ ცოლ-ქმარს 2 ქალიშვილი ჰყავთ, ჯენი და ბილი. ისინი 11 წლის ასაკიდან მეგობრობდნენ, შეხვედრები 18 წლის ასაკში დაიწყეს. 31 წლისები კი დაოჯახდნენ. მიუხედავად მათი განქორწინებისა, ისინი დღემდე საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.
