LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს.  კახა კახიშვილი, კი რომელიც ამ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობის დაკავებამდე მეზვრიშვილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გახარიას შს მინისტრობისას კი ნათია მეზვრიშვილი მისი მოადგილე იყო.