მერიენმა ტომი დღის ცენტრში გაიცნო. მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. წყვილმა დაუნის სინდრომით, წელიწად ნახევრიანი შეხვედრების შემდეგ, 1993 წელს იქორწინა. ხალხი მაშინვე სკეპტიკურად გენეწყო და ფიქრობდნენ,რომ ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, რაც მათ საზოგადოების მხრიდან შეხვდათ, პილინგებმა წელს ქორწინების 24-ე იუბილე აღნიშნეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პილინგების წყვილი დიდ ბრიტანეთში იყო პირველი ოჯახი დაუნის სინდრომით.


„ჩემი ქორწილი იყო საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში, მე ვიყავი შოკში როცა ტომიმ ცოლობა მთხოვა, არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი“
„მე და ტომი არასოდეს ვჩხუბობთ, მე ის ძალიან მიყვარს, ისე ჩემი საუკეთესო მეგობარია“- ამბობს მერიენი.
წყვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და მათ ოჯახს ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს. ისინი ხშირად დებენ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ერთობიან ერთად და დროს ბედნიერად ატარებენ.
https://www.facebook.com/maryanneandtom/
„ისინი ქუჩაში ხელჩაკიდებულები დადიან“- ამბობს მერიენის და.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომის ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა და არის მომენტები, როცა ავიწყდება ვინ არის მისი ცოლი, მაგრამ, როგორც ჩანს, წყვილი ამ პრობლემებთან გამკლავებასაც ახერხებს და თავს ბედნიერად გრძნობს.

