LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონის კადრები (ვიდეო)

“ნამდვილა ვაკეში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ხაზი ვითარდება… ახლა დავდგე და მოვყვე, ხომ იქნება ახლა სიგიჟე, ვერ დაგასპოილერებთ, რა ხდება ვაკეში, გაიგებთ ძალიან მალე”,-ამბობს ჩემი ცოლის დაქალების გმირი ჩიკა. ჩიკას და მისი დაქალების სამიზნე კვლავ ლეკაა, დაქალები ვაკის კაფეებში შეხვედრებს კვლავ განაგრძნობენ…

მე-15 სეზონის მთავარი ინტრიგა ქეთის და ზაზას ურთიერთობა იყო. მსახიობები ამბობენ, რომ ჯერ თავადაც არ იციან რა ხაზით განვითარდება სცენარი.

ჩემი ცოლის დაქალების მე-16 სეზონის პირველ სერიას მაყურებელი “ფორმულას” ეთერში 25 ოქტომბერს იხილავს. ამ დროისათვის  სერიალის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სერიალი, რომელიც ქართული საზოგადოების სარკეს წარმოადგენს აქტუალობას უკვე 8 წელია არ კარგავს.

ჩემი ცოლის დაქალები “ფორმულას” ეთერში ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას გავა. ინფორმაციას ტელეკომპანია”ფორმულა” ავრცელებს.