30 წლის ექთანი ჯესიკა 14 სექტემბერს, საკუთარი ქორწილის დღეს დაიღუპა. მან ეკლესიამდე, სადაც მომავალი მეუღლე ელოდებოდა, ვერ მიაღწია. ქალი ცუდად ლიმუზინში გახდა.
ეს ეკლამფსია იყო, რთული და საშიში სიმპტომი, რომელიც ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს. ეკლამფსია ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმაა. ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რაც ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
როდესაც სიძეს საცოლის მდგომარეობის შესახებ შეატყობინეს, ის მის დასახმარებლად გაიქცა.
„ვუთხარი მას, პატარა, მე შენ გვერდით ვარ, ის იწვა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მას პირველადი დახმარებაც ჩავუტარე, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა.“
ჯესიკა საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ცენტრში, შემდეგ კი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. სიტუაცია ძალიან სერიოზული იყო: პრეეკლამფსიით გამოწვეული ინსულტი და შინაგანი სისხლდენა.
ფლავიოს და ჯესიკას შვილი, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოიდა, 29 კვირის იყო. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის გადაერჩინათ. ქალი სიცოცხლისთვის იმ წუთამდე იბრძოდა, სანამ ქალიშვილი გააჩინა, შემდეგ კი გარდაიცვალა.
ის ჯანმრთელია, საბედნიეროდ, და ახალშობილთა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში გადაიყვანეს, იქ პატარა ორი-სამი თვის განმავლობაში დარჩება. ფლავიოს კოლეგებმა წამოიწყეს საქველმოქმედო კამპანიაც, მოულოდნელი ტრაგედიის შედეგად გამოწვეული სამედიცინო ხარჯების დასაფარად.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, ახალბედა მამა, რომელიც თან გლოვობს და თან ბედნიერია თავისი პირველი ქალიშვილის დაბადების გამო, მას იავნანას უმღერის. ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი სიმღერა, არამედ ის, რაც უნდა დაეკრათ იმ დროს, როცა ჯესიკა ქორწილის დღეს საკურთხეველზე ავიდოდა.
თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს, რომ ერთ მომენტში პატარა სოფია თვალებს ახელს და მამისკენ მიიწევს.
https://www.instagram.com/p/B2eUdsHAjnH/?utm_source=ig_embed&utm_campaign=dlfix
