მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძის განცხადებას “დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა” უწოდა.
“ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს. ალბათ, არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება, არათუ პოლიტიკოსის, არამედ, კაცის ლექსიკას. ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა, იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეში მიიყვანა”.-აცხადებს ხაზარაძე
დღეს, 16 ოქტომბერს თბილისის მერმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოვიდა “საზოგადოებას ეჭორავება”.
კალაძემ ისიც თქვა, რომ ხაზარაძე თავისი დანაშაულების, ფულის გათეთრებას და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას ცდილობს.
როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო.
არც ნამუსი, არც ზნეობა არ გააჩნია ხაზარაძეს, მე შემრცხვებოდა მის ადგილზე - კახა კალაძე
“დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები…”,-ამბობს კახი კალაძე
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ხაზარაძემ პოლიტიკაში შემოსვლა ზუსტად ისე დაიწყო, როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა.
“განცხადებებს, რასაც ხაზარაძის მხრიდან ვისმენთ, საოცრებაა. ხაზარაზე პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო: როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა.
