LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა

ცოტა ხნის წინ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს პროფკავშირების თავმჯდომარე.

პაატა სამხარაძის ინფორმაციით, შემთხვევა მაღაროს გვირაბში მოხდა, თუმცა განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის დეტალები მისთვისაც უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი დაახლოებით 25 წლის არის.

ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ.