შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა.
არსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაკავებული, თუმცა ამბობენ, რომ ისინი სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.
შსს-ში ამბობენ, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამართადამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.
უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე სხვა სახის ინფორმაციას ვერ გასცემენ.
