LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ რომ განაცხადა, ხალხი ბედნიერია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიო, აი, იმ “ბედნიერიდან” ერთმა მომაწოდა ვიდეო-ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მეტროშია გადაღებული. ამით ხაბეიშვილი  გამოეხმაურა  კახა კალაძის განაცხადებას, რომ ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბედნიერია.
კალაძემ რომ განაცხადა, ხალხი ბედნიერია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიო, აი, იმ “ბედნიერიდან” ერთმა მომაწოდა დღევანდელი “ბედნიერობების” ვიდეო – 18:55 საათი.

https://www.facebook.com/levan.xabeishvili/videos/2667768016608885/

“ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ყველანი არიან ბედნიერები და გახარებულები, ახლა ბევრს გამოველაპარაკე”. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.