LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია – ვითარება თურქეთი-სირიის საზღვარზე

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთი-სირიის საზღვარზე არსებულ ვითარებას აფასებს და წერს, რომ ვითარება დასტაბილურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს, ცეცხლი საბოლოოდ შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია.

„დიდი წარმატებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე. უსაფრთხო ზონა შექმნილია! ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია. ქურთები უსაფრთხოდ არიან და ჩვენთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ იმუშავეს. „ისლამური სახელმწიფოს“ პატიმრები დაკავებული არიან. განცხადებას თეთრი სახლიდან 11:00 საათზე გავაკეთებ“, – წერს  ტრამპი ტვიტერზე.