გურჯაანი ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც წელს პირველად ტარდება, რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ახტალის პარკში 50-მდე სახეობის ქართული ყველი და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიით სტუმრების თვალწინ კერძებს ამზადებენ და მასტერკლასებს ატარებენ.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილემ გახსნა. ხატია წილოსანმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია – სამეგრელოში “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილია ეთნო კულინარიის სივრცე, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან ჩამოსულმა კულინარებმა მათი რეგიონისთვის დამახასიათებელი კერზები მოამზადეს.

დაგეგმილია ასევე სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამები, მათ შორის კონცერტს გამართავს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი, ხოლო ღონიაძიებას Bocuse d’Or ფინალისტების კულინარიული შოუ დაასრულებს.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, “ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია” პროგრამის ფარგლებში იმართება.









