თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია 1 მოქალაქე. დაშავებული უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში – ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი.
დაშავებულ 77 წლის მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულს აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თავის დამწვრობა, ასევე ზედა კიდურების დამწვრობა.
აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.
ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.
თვითმხილველების ინფორმაციით პირველადი მონაცემებით აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კორპუსში აფეთქება მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.
