თბილისში, მუხიანის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაზიანებულია შვიდი ავტომობილი, მათ შორის ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსია. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
