გორში მშობიარე ქალმა ბავშვი სახლში გააჩინა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
დღეს გორის სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა – ჯანმრთელი, ენერგიული და გამორჩეულად აქტიური ბიჭი საკუთარ სახლში დაიბადა!
“ასეთი შემთხვევების დროს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გზა, ადამიანთა გადარჩენიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე, მართლაც მნიშვნელოვანი და ღირსეულია” – ექიმი მაია ნაოჭაშვილი.
https://www.facebook.com/AvtandilTalakvadzeOfficial/photos/a.653534498328715/996512204030941/?type=3&theater
