მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ ცილისწამებით შეცვალეს.
“სკანდალი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა და ებრძვის ხელისუფლება საქართველოს პატრიარქს და როგორ იბარებდნენ მეუფე იაკობს კაბინეტებში, შეცვალეს სულ სხვა თემით, რომელიც აშკარა ცილისწამება და ჭორაობაა.
ძალიან მწარეა და ქვეყნის დამაზიანებელი ეს ყველაფერი…დღეს ერთ ჩვენ სასულიერო პირს დავურეკე, მინდოდა გამეგო როგორ იყო უწმინდესი. და არ მაცალა, შენდობას გთხოვთო მოულოდნელად მითხრა მან, დავიბენი, რისთვის მეთქი და იმისთვის, რომ თქვენ რომ ცილს გწამებდნენ და ათას სიბინძურეს გაბრალებდნენ ივანიშვილის დავალებით ფონდ „იავნანას“ და მახათას მთაზე აშენებული ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის გამო, არც ერთმა ხმა არ ამოვიღეთ და ასე შემოგვიტრიალდაო. ეგ უკვე ჩავლილი ამავია მეთქი – ვუპასუხე, მთავარია, ახლა ყველანი ერთად დავდგეთ ჩვენი პატრიარქის გვერდით!- წერს ბურჟულაძე სოციალურ ქსელში.
