ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ” სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, თუ როგორ მივიდა ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად. მათ ილია მეორე მოინახულეს და როგორც ფოტოებიდან ირკვევა, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად მას გაესაუბრნენ.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.
მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან
"დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება, მწუხარებამ გაგვაერთიანა" - ილია მეორე
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ, სასულიერო პირების არაერთი განცხადება მოვისმინეთ. მათი დიდი ნაწილი პატრიარქს მხარდაჭერას უცხადებს.
დღეს საკვირაო წირვა ილია მეორემ ტრადიციული ქადაგების ნაცვლად, შეგონებით დაასრულა და მრევლს სახარების პირველი თავის წაკითხვაზე კურთხევა მისცა.




