რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არსებული ინფორმაციით, 4 წლის ბავშვია. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი პირი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რის გამოც რუსთავი-ლილოს გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
