ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნადაბურში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა. ბრალდებული 8 ნოემბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი კი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
