LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პროტესტის ნიშნად მოქალაქემ თმა შეიჭრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თმა შეიჭრა. მან ამ ქმედებით როგორც თავად ამბობს, პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. მამაკაცმა დეტალებზე არ ისაუბრა და ტერიტორია მალევე დატოვა.

მოქალაქე, რომელმაც პროტესტის ამ ფორმას მიმართა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელების გმირი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა.

პარლამენტის წინ შეკრებილები პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი პარლამენტისგან პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა Facebook-ზე დაწერა, პარლამენტში დღევანდელი განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!”