LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დიდ დიღომში, 4000 მესხის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მეზობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, ნაწილი კი ვარაუდობს,  რომ შეიძლება ადგილი მკვლელობას ჰქონდეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ჯერჯერობით, ახლგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადასვენება პროზეკტურაში არ მომხდარა. შსს-მ  გამოძიება 115-ე  მუხლით დაიწყო,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.