LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა გადარჩენისთვის! ჩემი დღის გმირი ხარ!” – ჟურნალისტის წერილი სპეცრაზმელს

ჟურნალისტი ანი აშორდია გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ისტორიას იხსენებს და ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი ერთ-ერთ სპეცრაზმელს გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

„სპეცრაზმელს!

გამარჯობა უცნობო! მე POSTV-ახალი ამბების ჟურნალისტი, ანა აშორდია ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთვნის კითხულობ.

მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს, დაშლის დღეს (18 /11/2019) გადაგვხდა. მინდა მოგითხროთ ერთ სპეცრაზმელზე, რომელმაც ჩვენ (მე და ჩემი ოპერატორი) გადაგვარჩინა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და ლევანი ვიღებდით კადრებს პიკეტირებული პარლამენტის შენობის, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი დავინახეთ

სხვა ვერაფერი შევძელი - მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა

ვინ არის მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა გადაუარა

რომლებმაც, რუსთაველის გამზირის მიმართულებით სვლა დაიწყო. ჩვენ როგორც ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა დავიწყეთ კადრებისა და სინქრონების გადაღება, რა დროსაც ავღმოჩდით სრულ ვაკუუმში. მარცხენა მხარეს სპეცრაზმელები, მარჯვნივ აქციის მონაწილეები, უკან კი პარლამენტის შენობა. ისეთი ჭყლეტვა იყო, აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი. ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ცხოვრებას ვასრულებდი. მოკლედ იმდენმა ფიქრმა გამიელვა თავში, იმდენმა გრძნობამ მომაკითხა და იმდენმა ინსტიქტმა მომიკაკუნა კარზე რომ, კონცენტრაციის უნარიც კი დავკარგე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარი თავის ხელში აყვანას. წარმოიდგინეთ, მე და ლევანი ვართ ყუთში, საიდანაც გამოსვლას ვერ ვახერხებთ და თან შიგნით ვიჭყლიტებით.

დაკავებულია 18 პირი - შსს

რას ედავება პოლიცია მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს დაკავებულ პირებს

ამ ფიქრებში და გრძნობებში ვარ რა დროსაც უცბად, ანგელოზად მომევლინა სპეცრაზმელი, რომელმაც ვაკუუმიდან ჩვენი გამოყვანა სცადა და გამოუვიდა კიდეც. პირველ რიგში ხელი მოგვკიდა და გაგვიყვანა ამ საშინელი ჭყლეტვიდან. შემდეგ ჩემს ოპერატორს დაეხმარა, რომ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ბოძთან ასულიყო. ლევანი მაღალი ბიჭია, მაგრამ მასაც კი სპეცრაზმელის დახმარება დასჭირდა ბოძზე ასვლაში. მე? მე ლევანი მეძახის, ხელს მიწვდის და ჩემს ათრევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ეს სიტუაცია რომ დაინახა (იგივე სპეცრაზმელმა) შემობრუნდა, ფეხი გაამაგრა და მანიშნა რომ შემეძლო დაჩოქილ ფეხზე დამედგა ჩემი ჭუჭყიანი კეტები, ასეც მოვიქეცი და ავედი სამშვიდობოს, პარლამენტის ბოძთან.

საჯარო მადლობა მინდა გადაგიხადო შენ!
მადლობა გადარჩენისთვის!
ჩემი დღის გმირი ხარ!

ლეო, მადლობა შენ დღევანდელი მუხლჩაუხრელი შრომისა და მუშაობისთვის!
პ.ს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ჩემი საჯარო მადლობა გმირ სპეცრაზმელს“, – წერს ჟურნალისტი ანი აშორდია.