LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვაწყოთ საცხოვრებელი გარემო ისე, რომ სამყაროს ენერგიასთან ჰარმონიაში ვიყოთ – ეკა კვარაცხელია

ფენ-შუი უძველესი ჩინური სწავლებაა ადამიანისა და გარესამყაროს შესახებ, მისი მთავარი დანიშნულება კი ადამიანსა და გარემოს შორის ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევაში დახმარებაა. მიხეილ ცაგარელის სტუმარია ფენ-შუის სპეციალისტი, ეკა კვარაცხელია

მიხეილ ცაგარელი: ქალბატონო ეკა,ზოგადი წარმოდგენა რომ შევუქმნათ მსმენელს, მოკლედ ავუხსნათ რა არის ფენშუი და პრაქტიკულად რას გვაძლევს მისი ცოდნა. რას სწავლობს ფენშუი და რა თემებს ეხება? რა შეიძლება შეიცვალოს მისი ცოდნით ადამიანისთვის?

ეკა კვარცხელია: ფენ-შუი არის სპეციალური ცოდნა, რომელიც გვეხმარება სწორად დავგეგმოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო იმისათვის, რათა სამყაროს ენერგიასთან ჰარმონიაში ვიყოთ. გარემო მოიცავს ინტერიერის დიზაინს, არქიტექტურას, რაც საერთო ჯამში საშუალებას იძლევა მივაღწიოთ ენერგეტიკულ ბალანსს და მოვიზიდოთ დადებითი აურა.

ფენშუის დახმარებით შევისწავლით საცხოვრებელი სახლის გეოპათოგენურ და გეოდადებით ზონებსაც.

მიხეილ ცაგარელი: კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ მსმენელს, რას ნიშნავს ეს ტერმინები და რა სახის პრობლემებს ქმნის გეოპატოგენური ზონების არსებობა სახლში?

ეკა კვარცხელია: საცხოვრებელ სახლში ყველა ნივთის მდებარეოაბს მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუკი მთავარი შემოსასვლელი კარის პირდაპირ კიდია სარკე, ეს კარგი არ არის. რადგანაც სახლში შესული ენერგია აირეკლება სარკეში და უკან გამოდის. შედეგად, არ ხდება სახლის ენერგეტიკული წმენდა. არ ხდება ენერგიის ბრუნვა და ბუნებრივია, ვერც ჰარმონია ისადგურებს.

სარკე ისედაც მაგიური ნივთია და განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. ოჯახის სარკეში არ უნდა იხედებოდეს თქვენი ოჯახის წევრების გარდა არავინ, მითუმეტეს ისეთი ადამიანები, ვისზეც ეჭვი გეპარებათ, არიან თუ არა თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი. შემთხვევითი არ არის, რომ როცა ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, პირველი რასაც აკეთებენ, სარკეებს ფარავენ.

არ შეიძლება ცოლ-ქმრის საწოლი სარკეში ირეკლებოდეს ან ზოგადად სარკე უყურებდეს საწოლს, იმიტომ რომ სარკე არის როგორც მესამე სული საძინებელში, მესამე პირი, და მისმა იქ ყოფნამ შეიძლება კონფლიქტები წარმოშვას წყვილის ურთიერთობაში.

შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როდესაც ერთ ქალბატონს სწორედ სარკეების გამო არცერთ ასპექტში არ მისდიოდა საქმეები წარმატებულად. აღმოშნდა, რომ მისი აბაზანის ოთხივე კედელი სარკეებით იყო გაფორმებული და როდესაც იგი სახლში მიდიოდა დაღლილი, პრობლემებით დამძიმებული და შხაპს იღებდა, სარკეები იტოვებდნენ მის ამ ნეგატიურ ემოციებს და მასვე უბრუნებდნენ.

ნივთების გარდა მნიშვნელობა აქვს თვეების ენერგეტიკას. მაგალითად, ამ თვეში სახლის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხეები არის ნეგატიური ზონები სახლში. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით არასასურველია სახლში ხმაური, თუნდაც დაბადების დღის გადახდა და სტუმრიანობა,ასევე არ არის რეკომენდირებული არანაირი რემონტი, არ შეიძლება არც ლურსმნის მიჭედება.

მიხეილ ცაგარელი: რას გვეტყვით სახლის ენერგოზონებზე?

ეკა კვარცხელია: ყველა სახლში არის ენერგოზონები, სადაც გროვდება პოზიტიური ან ნეგატიური ენერგია. პრობლემატური ზონების კორექცია შეიძლება ქვებით და მინერალებით და სწორედ ამ ცოდნას გვაძლევს ფენშუი.

მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ობსიდიანის ქვა, ზოგადად ძალიან კარგია ნეგატიური ზონების გასანეიტრალებლად. ზოგადად საჭირო მინერალები წლების და თვეების მიხედვით იცვლება, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფერებს ინტერიერში. ფენშუის დახმარებით ვიგებთ, როდის რომელი ფერის გააქტიურებაა აუცილებელი საჭირო ენერგიის მოსაზიდად.

ამას ფენშუის სპეციალისტები განვსაზღვრავთ სტიქიების ენერგეტიკით. მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ 2024 წლამდე ცეცხლის სტიქია თითქმის მიძინებულია და იმისთვის, რომ ბალანსს მივაღწიოთ, ინტერიერში გვჭირდება წითელი ფერი. შესაძლოა ვატაროთ წითელი ფერის ტანისამოსიც, ან რაიმე აქსესუარი, შეგვიძლია სახლში ჩამოვკიდოთ რამე წითელი ფერის, მაგალითად ფარდა ან სურათი, რომელიც წითელ ფერებში იქნება შესრულებული, შესაძლოა ეს იყოს მაგიდის გადასაფარებელი და ა.შ.

ზოგადად, ცეცხლი პასუხისმგებელია პოზიტიურ განწყობაზე და ოპტიმიზმდე და იმისთვის, რათა ადამიანი აქტიური და ენერგიული იყოს, მას სჭირდება ცეცხლის სტიქიის ენერგია.

დიდი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებელი სახლის მთავარი შემოსასვლელი კარის ფერსაც. სასურველია, რომ თქვენი სახლის კარი და თქვენი მეზობლის სახლის კარი არ იყოს ერთი ფერის, თუ ისინი ერთ სწორ ხაზზე არიან განლაგებული. იმისთვის, რატა გაიგოთ, რომელი ფერის უნდა იყოს თქვენი საცხოვრებელი სახლის კარი, სპეციალისტთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია.

ფენ შუი არის არა მხოლოდ ცოდნა ინტერიერის სწორად მოწყობის შესახებ, არამედ გვასწავლის ფერების გადანაწილებას და მინერალებისათვის სწორი ადგილმდებარეობის შერჩევას სახლში.

ფერების ზემოქმედება ადამიანის ცხოვრებაზე ძალიან დიდია. ინტერიერში ერთი ფერის ჩამატებით ან ამოკლებით შესაძლებელია სახლში მცხოვრები ადამიანების ურთიერთობების მოწესრიგება, ნეგატივის განეიტრალება და დაძაბულობის განმუხტვა.

მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ენერგეტიკულად დაბალანსებული და ფენშუის თვალსაზრისით სწორად მოწყობილი იყოს ადამიანის სამუშაო გარემოც. უნდა იცოდეთ, სად დადგათ სამუშაო კომპიუტერი, რა ფერის უნდა იყოს კედლები ან სამუშაო მაგიდა, უნდა იცოდეთ სად განალაგოთ მინერალები და ზოგადად, რომელი მინერალია თქვენთვის საჭირო.

ყველა ადამიანს აქვს თავისი მინერალები და ყველასთვის ეს ინდივიდუალურია. მაგ: ერთი ქვა ემსახურება სულიერ სიმშვიდეს და ბალანსს, მეორე გვაძლევს ენერგიას და ძალას, არის ჯადოსა და თვალისგან დამცავი ქვებიც.

მიხეილ ცაგარელი: ასეთ დროს ისმის კითხვა, რა ვქნათ, ყველა მინერალი უნდა ვატაროთ?

ეკა კვარცხელია: მე გეტყვით, რომ ყველა ქვას აქვს თავისი თვისება. როგორც აღვნიშნე ყველა ადამიანისათვის ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. არსებობს სიყვარულის მომზიდავი და თვალისგან დამცავიქვები, ცალ-ცალკე ორივე კარგია,მაგრამ ქვებსა და მინერალებსაც აქვთ ერთმანეთთან ენერგეტიკული დამოკიდებულება და შეიძლება ორი ქვა ერმანეთთან ენერგენტიკულ დისბალანსში მოდიოდეს. ამიტომ სასიყვარული შეხვედრაზე თან უნდა ვიქონიოთ სასიყვარულო ენერგეტიკის ქვა, საქმიან შეხვედრებზე შესაბამისი ქვა და ა.შ. სწორედ ფენ შუი გვაძლევს ცოდნას მინერალების, მათი თვისებების და ენერგეტიკის შესახებ და გვასწავლის, როდის რომელი მინერალი უნდა გამოვიყენოთ.

მიხეილ ცაგარელი: – ჩემთვის ხშირად დაუსვამთ მსგავსი შეკითხვა და მინდა თქვენც გვესაუბროთ ნუმეროლოგიისა და ფენშუის კავშირზე, რა კავშირია მათ შორის?

ეკა კვარცხელია: ნუმეროლოგია ფენ შუისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ციფრებსაც თავისი ენერგეტიკა და მნიშვნელობა აქვთ.
მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინელები საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამენ ციფრ 4-ს და ცდილობენ არ იცხოვრონ სახლში ან ბინაში, რომლის ნომერიც 4 გახლავთ. რადგან ითვლება, რომ ზოგადად 4 არის ნეგატიური ენერგიის მატარებელი , იგი ასოცირდება კრიზისთან, კონფლიქტსა და სიკვდილთან. სხვათა შორის ამ 13 ნომერი საქართველოშიც ითვლება თარსად და ითვლება, რომ მას უნდა ერიდოთ, ამისი მიზეზი კი ისაა, რომ 1+3=4.
მიუხედავად ამისა, 4 ყველასთვის ერთნაირად ცუდი არ არის. შეიძლება ზოგიერთი ადამიანისათვის 4 წარმატების მომტანი და დადებითი ციფრი იყოს, ამ ყველაფერს კი ჩვენ ვიგებთ პირადი ასტრონუმეროლოგიური დაანგარიშებით.
ყოველ წელს არის გარკვეული ციფრები და რიცხვები, რომლებიც ზოგადად, წარმატების მომტანია. მაგალითად წელს, ასეთებია 8 და 9.
8 მომავალი 5 წელი ძალიან წარმატების მომტანი იქნება ზოგადად. წარმატების მომტანი ციფრებია 5 და 6-იც, თუმცა ეს მაინც ზოგადი ინფორმაციაა და როგორც მოგახსენეთ, პიროვნებისათვის კონკრეტულად რა არის წარმატებული და რა არა, ეს მისი პირადი მონაცემებით დგინდება.

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 17 რიცხვში, უფრო დიდ ციფრს, ამ შემთხვევაში 7-ს, ვაკლებთ უფრო ნაკლებ ციფრს, 1-ს და საბოლოოდ ვიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი ციფრი არის 6. დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებსაც. მათთვის, ვისი ციფრიც 6-ია,ფერებიდან კარგია ლურჯი,მწვანე და იისფერი.
ფერისა და რიცხვის კომბინაციით უნდა ავარჩიოთ მაგალითად, ახალი მანქანა. ამავე პრინციპით უნდა ავარჩიოთ საფულე.

საფულე ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია. იმისატვის, რათა ფინანსურმა იღბალმა ზურგი არ გაქციოთ, იგი უნდა იყოს სწორად შერჩეული ფერის, ფულის კუპიურები აუცილებლად უნდა იყოს ზრდადობის მიზედვით დალაგებული და მნიშვნელოვანია, რომ კუპიურის ის მხარე, რომელზეც პორტრეტია გამოსახული, იყურებოდეს საფულის შიდა მხარეს. კარგი არ არის მონეტებისა და ქაღალდის ფულის ერთად მოთავსება, ასევე საკრედიტო ბარათების მოთავსება ქაღალდის ფულთან ერთად. ყველაფერი უნდა ჩავალაგოთ შესაბამის განყოფილებებში.

მიხეილ ცაგარელი:

– როგორც თქვით, 4 ყველასთვის ცუდი ციფრი არ არის…

ეკა კვარცხელია: დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ციფრი 4 ყველასთვის წარუმატებელი არ არის. ზოგადად პირადი მონაცემების მეშვეობით ადამიანზე დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება, მაგალითად იმისი, თუ რომელი პროფესია იქნება მისთვის წარმატებული, რომელი საქმიანი წინადადების მიღება ჯობს, როგორი პარტნიორები უნდა აირჩიოს პირად ან საქმიან ურთიერთობაში და ა.შ. ადამიანები რომ ერთმანეთზე გავლენას ახდენენ, საყოველთაოდ ცნობილია. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თქვენთვის მხოლოდ ნეგატივის მომტანი და აურის დამანგრეველი იყოს, სხვა კი წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ. ადამიანებს შეუძლიატ ხელი შეუშალონ ან დაეხმარონ ერთმანეთს.

მიხეილ ცაგარელი: ხშირად მეკითხებიან როდის შეიძლება თმის შეჭრა და ფენშუის თუ აქვს რაიმე კავშირი ამასთან?

ეკა კვარცხელია: რასაკვირველია. თმა დიდი ენერგეტიკის მატარებელია, თმის საშუალებით დისტანციურადაც არის შესაძლებელი ადამიანზე ზემოქმედება. ცნობილია, რომ შავ მაგიაში და ჯადოებში სწორედ თმას იყენებენ ადამიანზე ზემოქმედების მოსახდენად. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს როდის შევიჭრით თმას. თუ ამას ისეთ დროს გავაკეთებთ, როცა ფენ შუის მიხედვით თქვენთვის ფინანსურად ხელსაყრელია, შესაბამისად წარმატებული დღეები გექნებათ ფინანსური კუთხით და პირიქით, თუ ნეგატიურ დღეს შეიჭრით თმას, თქვენი ფინანსური ვითარება გაუარესდება. შეიძლება ამან იმოქმედოს სასიყვარულო ურთიერთობებზეც. თმა ყველაზე მეტად გრძნობს ენერგეტიკას და ეს ეხება როგორც ქალებს, ასევე კაცებს. მნიშვნელობა აქვს თმის შეღებვის დროსაც, ასევე ფერს. უახლოეს დღეებზე გეტყვით, რომ 20 და 23 ნოემბერს კარგი იქნება თმის ოდნავ შეჭრაც კი, მით უმეტეს თუ ცხოვრებაში ეძებთ სიახლეებს, ახალ ურთიერთობებს, ან აპირებთ რაიმე საქმის წამოწყებას. ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ახალი იდეების განსახორციელებლად ძალიან კარგი იქნება თმის 23 ნოემბერს შეჭრა. არ გირჩევთ თმას ხელი ახლოთ 21 და 22 ნოემბერს, ამას კარგი არაფერი მოჰყვება.

მსმენელის კითხვები:

– 4 ივნისს ვარ დაბადებული და ცოტა შევშფოთდი, თუ შეიძლება მითხრათ, 4 ჩემთვის წარმატების მომტანია თუ წარუმატებელი?

ეკა კვარცხელია: 4 თავისი მფლობელისათვის გახლავთ ისეთი რიცხვი, რომელსაც მოაქვს ცვლილებები და ეს ცვლილებელი ხდება უცებ, 4-ს ახასიათებს დაცემის და აღზევების პერიოდები. თუ ადამიანი სწორი გზით მიდის და კარმულ მისიას ასრულებს, მისთვის 4 აუცილებლად იქნება წარმატებული და სიკეთის მომტანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემებს უნდა ველოდოთ.

– ზოდიაქოთი ვარ ლომი და რომელი ქვა უნდა ვატარო?

ეკა კვარცხელია: იმისათვის რათა კონკრეტულად თქვენზე ვისაუბრო, თქვენი პირადი რუკის მონაცემები მჭირდება,მამის სახელი, დაბადების ზუსტი თარიღი. მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა საკმარისი არ არის. ზოგადად ლომისათვის წარმატებულია ლალი, ბრილიანტი, ქარვა და მთის ბროლი, მაგრამ კონკრეტულად ადამიანს რომ ვურჩიო რომელი ქვა ატაროს, მისი მონაცემების ცოდნაა საჭირო. შეიძლება პირადი რუკა ისე ლაგდებოდეს, რომ ადამიანი იყოს ზოდიაქოთი ლომი, მაგრამ ლომების კლასიკური ქვებიდან არცერთი არ იყოს მისთვის წარმატების მომტანი.

– რა ენერგეტიკის მატარებლია რიცხვი 11?

ეკა კვარცხელია: 11, იგივე 1+1=2 , ზოგადად კარგი რიცხვია, მაგრამ მაინცდამაინც კარგი არ არის სახლის ნომრისათვის. რიცხვი 11 ან ციფრი 2 სახლის ნომრებისათვის არაა აკრგი, რადგან მათ მოაქვთ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის პრობლემები, გაუგებრობა, მათი ურთიერთობა არ ლაგდება, ხშირად ღალატობენ მეუღლეები ერთმანეთს. იმისათვის, რათა უსიამოვნებები თავიდან იქნეს აცილებუილი, თუ ბინა არის 2 ან 11 ნომერი, შეგვიძლია კარს მოვხსნათ საერთოდ ნომერი და გვერდით მივამაგროთ, მთავარია კარზე არ იყოს დამაგრებული. მთლიანად ვერ მოშორდება ეს ენეერგეტიკა,მაგრამ განეიტრალდება.

მიხეილ ცაგარელი:  მსმენელმა არ იცის, რომ ასტროლოგიური თვეები და ფენ შუის თვეები განსხვავდება. მაგალითად ახლა, ტახის თვეა. რომ ავუხსნათ მსმენელს, ეს რას ნიშნავს?

ეკა კვარცხელია: დიახ, ახლა ტახის თვეა. ყველა თვეს აქვს სახელი არმოსავლური კალენდრის მიხედვით, მაგალითად ოქტომბერი იყო ძაღლის თვე, ახლა ტახის თვეა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ითვლება თვე. წელიც ტახისაა და ახლა თვეც, ეს არის ტახი ხის ენერგეტიკით. უკეთ გასაგებად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ლოტოსის ყვავილი, რომელსაც ყველა პირობებში ცხოვრება არ შეუძლია და სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა, განსაკუთრებული გარემოს შემქნა იმისთვის,რომ განვითარდეს და გაიზარდოს.
ჩემი რჩევა ტახის თვესთან დაკავშირებით ასეთია: ამ თვეში არ დაიწყოთ არანაირი მნიშვნელოვანი საქმეები, იზრუნეთ სწავლაზე და განვითარებაზე, ამ თვეში შეძენიკლი ცოდნა კარიერული წინსვლის საწინდარია და ისინი, ვინც ამ კუთხით რეალიზდებიან ამ თვეში, უკვე მომავალ თვეში მიიღებენ ამ სწავლის ნაყოფს.

ტახის თვე მაინცდამაინც კარგი არ არის ბიზნესის დასაწყებად ან ინვესტიციების განსახორციელებლად, მაინცდამაინც არც სასიყვარულო ურთიერთობისათვის. ერთი სიტყვით, ეს სწავლის თვეა და ჯობია აქცენტი სწავლაზე, ახალი ცოდნის შეძენაზე გაკეთდეს.
ამ თვეში სწავლა ხელს შეუწყობს ისეთი ადამიანების მოზიდვასაც, ვისი მეშვეობითაც მომავალში კარიერულ წინსვლას მიაღწევთ.
აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან დაძაბული თვეა, რადგან ზოგადად ეს წელი ამთავრებს 12 წლიან ციკლს და შესაბამისად ეს თვე ბოლოა ამ ციკლში, ადამიანებს გაუჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რომელიც შეიძლება აქამდე ჩახშობილი ან მიყუჩებული იყო შიშის ან მუქარის გამო, მოსალოდნელია მასიური ემოციური აფეთქებები , რამაც ქვეყანა შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენოს. ადამიანებს განსაკუთრებით მოჭარბებულად ექნებათ უსამართლობის განცდა, რაც უდიდეს პროტესტს გამოიწვევს. მათ უბრალოდ მოუნდებათ დასამთავრებლის დამთავრება.
მინდა ვურჩიო ხელისფულებას და ოპოზიციას არ გამოიყენონ ეს კოსმიური ენერგია ნეგატიურად და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. კომპრომისზე უნდა წავიდეთ.

მსმენელის კითხვა: დაბადებული ვარ 1985 წლის 10 აგვისტოს, 22 საათზე და მაინტერესებს რომელი ქვა უნდა ვატარო, მამის სახელი როინი, ბინის ნომერი არის 4.

ეკა კვარცხელია: ბინის ნომერი 4 – ეს არის სახლი, სადაც ადამიანებს აქვთ სტაბილური დასაქმების პრობლემა, ასევე არასტაბილურია მათი სასიყვარულო ურთიერთობები, ადამიანები კი, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ, ვერ იგებენ რატომ არ ეწყობათ ურთიერთობები. შეიძლება ამ სახლში ქორწინება არ მოხდეს საერთოდ, არის ასევე პიროვნული რეალიზაციის პრობლემები.
რაც შეეხება ქვას, ასე ზეპირად ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ მიუხედავად თქვენს მიერ მოწოდებული ცნობებისა, მაინც საჭიროა პირად რუკაში ჩახედვა, უნდა შედგეს თქვენი პირადი რუკა. სახელის, გვარის და მამის სახელის ყველა ასოს აქვს თავისი ნუმეროლოგიური კოდი და ყველა რიცხვის შეჯამებით ჩვენ ვქმნით უკვე თქვენს საბოლოო რიცხვს, რომლის მიხედვითაც შემდეგ ხდება უკვე კონკრეტულად თქვენთვის მინერალის განსაზღვრა.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი – 599573268.
ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია – 568140456

გადაცემის აუდიოჩანაწერი