LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემირატების თვითმფრინავს ფრენამდე ელვამ დაარტყა (ფოტო)

ემირატების თვითმფრინავს ფრენამდე ელვამ დაარტყა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თვითმხილველმა მომენტი მაშინ დააფიქსირა, როცა თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე იყო გაჩერებული, ახალი ზელანდიის, ქსისტჩარჩის აეროპორტში.

სცენა, რომელშიც თვითმფრინავი A380 მონაწილეობდა, 15:30 საათზე, ახლოს მყოფმა პილოტმა ვერტმფრენიდან დააფიქსირა.

“ხედი ჩვენი ვერტმფრენის ფანჯრიდან,“-წერს პილოტი და იმასაც აღნიშნავს, რომ ემირატების თვითმფრინავი ქარიშხლის გადავლას ელოდებოდა.

შემთხვევის შედეგად სერიოზული არაფერი მომხდარა და არც თვითმფრინავი დაზიანებულა.

სინოპტიკოსები ჭექა-ქუხილსა და ძლიერ სეტყვას კენტერბერის რეგიონში პროგნოზირებდნენ. MetService- მა გამოაქვეყნა ტვიტი, რომ ამ ტერიტორიამ ორი საათის განმავლობაში დაახლოებით 700 ელვისებური დარტყმა განიცადა.