დღეს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი Tusk Conservation Awards-ის ცერემონიალის სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ, როცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ბოლო მომენტში ვიზიტი გააუქმა. ინფორმაცია ქეითის ვიზიტს გადადების შესახებ რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა. ცნობილია, რომ ამის მიზეზი ბავშვები არიან, თუმცა რა მოხდა, უცნობია.
მედიის და საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებმა ფაქტზე კომენტარი გააკეთეს. ისინი ირწმუნებიან, რომ საქმე ჯორჯის, შარლოტასა და ლუის ჯანმრთელობას არ ეხება.

