LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან “ბუტკა” მიიტანეს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა დღეს კიდევ ერთ აქცია გამართეს. ამჯერად მათ ივანიშვილის ბიზნესცენტრტან მუყაოს ყუთი მიიტანეს. ყუთზე კი ეწერა-“ივანიშვილის ბუტკა”.

“ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმ ე.წ. იუმორის, რითაც მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში და ამ სიმბოლოთი ვეუბნებით, რომ წავიდეს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქტივისტები აცხადებენ , რომ ისინი ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. დაპირება ეხება 2020 წლის არჩევნებს, რომელიც პროპორციული სისტებით უნდა ჩატარებულიყო.

მანამდე კი “შეცვალეს” წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს პარლამენტის შენობასთან. აქტივისტებმა იქ ხელოვნული “კომოს ტბა” მოაწყვეს არჩილ თალაკვაძისთვის.

„ჩამოდი და იჭყუმპალავე“ – აქტივისტების პერფომანსი და კომოს ტბა პარლამენტთან

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ამბობენ, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ძვირადღირებულ სასტუმროებში არ უნდა ისვენებდეს.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძე და კახა კალაძე კომოს ტბაზე  მეგობრის –  გიორგი ბარმენაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასულები, რასაც თალაკვაძე გუშინ,  მთელი დღე უარყოფდა.

ფოტოები, სადაც ჩანს, რომ არჩილ თალაკვაძე მილანში ნამდვილად გაფრინდა (ფოტოები)