სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას გიორგობას მაღალმთიანი აჭარიდან ულოცავს (ვიდეო)
„მინდა, სრულიად საქართველოს სოფელ ზვარედან მივულოცო გიორგობა. შეგეწიოთ მისი მადლი“
საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებსა და ომის ვეტერანების ოჯახებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა.
„ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, დიდი პატივია, დავაჯილდოვო აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები. სიკვდილის შემდეგ, დღეს 24 ადამიანი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი. მათ შორის, დღეიდან გვეყოლება კიდევ ერთი, ეროვნული გმირი ავთანდილ იოსელიანი. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ამ ჟესტით დღეს სახელმწიფო კიდევ ერთხელ გამოხატავს მოწიწებას თავისი გმირების მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვისი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი
დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ვეტერანების ოჯახის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ესწრებოდნენ.
საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით -სალომე ზურაბიშვილი
