LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი კონკურსანტის გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე (ვიდეო)

საბავშვო ევროვიზია 2019-ზე უკვე წარდგა ქართველი კონკურსანტი. გიორგი როსტიაშვილი საქართველოს პროექტ „რანინას“ გამარჯვებულია.

ქართველმა კონკურსანტმა დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერა, „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love) შეასრულა.  სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია.

წელს საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყანა პოლონეთია. გრანდიოზული შოუ „გლივიცა არენაზე“ მიმდინარეობს. კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის ქართველი წარმომადგენელი სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდა.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდზე Junioreurovision.tv-ზე საქართველოს წარმომადგენელს ხმა მისცეს.

გარდა ამისა, წელს ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება დღეს, კონკურსის დაწყებამდე და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.