LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩამიცვი თუ გცივა” – ჩვეულება, რომელიც თურქეთსა და ბულგარეთში წლებია არსებობს

ქურთუკების აქცია #ჩამიცვითუცივა კვლავაც აქტუალურია.

თურქეთსა და ბულგარეთში ეს ჩვეულება წლებია არსებობს. მოქალაქეები ზამთრის დადგომისთანავე, ხეებზე  უსახლკაროებისთვის და უპოვართათვის ქურთუკებს კიდებენ.

აქციას 2 წლის წინ საქართველოც შეუერთდა. პირველი აქცია ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს.

გვსურს სითბო ვუწილადოთ მათ, ვისაც სცივა და მზრუნველობა აკლია.

ხეებზე ქურთუკები ჩამოვკიდეთ სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სცივა. ყველას მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღოს სიკეთის გავრცელებაშ”.

მეორე დღეს აქციის მონიტორნიგი ჩავატარეთ, ხეზე მხოლოდ ერთი 1 ქურთუკი იყო. დანარჩენი აღარ დაგვხდავდ”.

სიკეთე გადამდებია, – აღნიშნეს მოსწავლეებმა.