LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ – ბიძინა ივანიშვილი

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ივანიშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ დაპირება ვერ შეასრულა. ის აღნიშნავს, რომ ეს დაპირება ხელშეკრულების მსგავსი არ ყოფილა, ეს ოცნების კეთილი ნება იყო.

“ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი დაპირება…ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენგან კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს… რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ”,-განაცხადა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში.

ივანიშვილის თქმით, გუნდში მომხდარ ფაქტს განიცდიან როგორც პროპორციული სისტემის მხარდამჭერები, ისე ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს.