LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავაკეთებ განცხადებას ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ოჯახის გადაწყვეტილების შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

“ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე”- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მან საკუთარ შვილსა და მეუღლეზე თვალთვალის ვიდეო გამოაქვეყნა.