LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

როგორც ლაშა ბექაური აღნიშნავს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

“არ მაქვს ძმაო მეთქი და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატომ მომმართავო. მეთქი, აბა, როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ, ხო მეთქი. შენ ასეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო, შე უზრდელოო. შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩის, როგორც გეტყობაო და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ… რას ვხედავ, დამიწყეს გინება და დარტყმები. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ. მერე რომ ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს”, —წერს სპორტსმენი.

ბექაურის თქმით, პოლიციელებმა პირველი შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო ცემა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.