LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის გენიოსმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა სასწავლებლიდან წასვლა გადაწყვიტა. როგორც BBC წერს, ლორენ საიმონსს, რომელიც ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის უნივერსიტეტში სწავლობდა, მშობლების სურვილით სწავლა, 26 დეკემბერს დაესრულებინა და ამით, პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო.

9 წლის გენიოსი მალე ბაკალავრის დიპლომს მიიღებს

თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სწავლის დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე შესთავაზა, რაც მშობლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და შვილს ლექციები გააუქმეს.

როგორც ჩანს, ლორენს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს.

„ორშაბათს კურსის შესავალს გადის, სამშაბათს ლაბორატორიაში ატარებს. ოთხშაბათს სახლში 8 საათის განმავლობაში წიგნებს კითხულობს. ხუთშაბათობით ლექტორებსა და სტუდენტებს ხვდება“- ამბობს ბავშვის მამა.

ბელგიელი ბიჭის ინტელექტის კოეფიციენტი(IQ) – 145 ქულამდე შეაფასეს. ცნობილია, რომ 125-ზე მეტი ქულის დაგროვებას, მოსახლეობის დაახლოებით 5% ახერხებს მხოლოდ.

მშობლები, ლიდია და ალექსანდრე საიმონსი აღნიშნავენ, რომ ლორანის ნიჭი მასწავლებლებმა სკოლაში შენიშნეს. როცა ლორანი სასკოლო მასალას ძალიან სწრაფად ითვისებდა, მისი ნიჭის საზღვრების დასადგენად ტესტი ჩუტარეს, შედეგით კი გაოგნდნენ და თქვენს, რომ ლორანი მასალას იწოვდა ისე, როგორც ღრუბელი წყალს.